ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსმა, გივი დავითაშვილმა განაცხადა  ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „ქრონიკა“.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, რომ ვერცერთი სანქცირებული ავიაკომპანია საქართველოში ფრენას ვერ განახორციელებს.  

გივი დავითაშვილის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესრულება ამ დროისთვის ხუთმა ავიაკომპანიამ, მათ შორის ქართულმა კომპანია „საქართველოს ავიახაზებმა" მოითხოვა.

ამ დროისთვის ნებართვა გაცემულია და 17 მაისიდან ჩარტერული რეისების განხორციელების უფლება აქვს ავიაკომპანია „აზიმუტს", - განაცხადა  გივი დავითაშვილმა.

გივი დავითაშვილის აღნიშნული განცხადების შესახებ რუსული სააგენტოებიც იუწყებიან.