საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთობას აღნიშნავს.
სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგია მიმდინარეობს, მოგვიანებით კი კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე პარაკლისს აღავლენს.
ძველი ქართველი და უცხოელი მემატიანეების ცნობით, სვიმონ კანანელმა, ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთშიც და მისი მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, მოგვიანებით, აფხაზეთში, ახალ ათონში, მოციქულის სახელზე მცირე ეკლესია ააგეს.




