საქართველოს საპატრიარქო მიხა პაპას გარდაცვალების შესახებ სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"ა.წ. 14 იანვარს მძიმე ავადმყოფობის შედეგად ღვთივ განისვენა მიქაელ არაბულმა, ,,მიხა პაპად“ ცნობილმა ზეისტეჩოელმა ბოლო ადგილობრივმა მცხოვრებმა. იგი დღეს 16 საათიდან, დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც, საღამოს ლოცვის შემდეგ, შესრულდება წესის აგება და პანაშვიდი.

15 იანვარს კი, კვირას, მის ცხედარს დილის 8 საათზე წაასვენებენ ხევსურეთში, თავის სოფელში. თანაგრძნობას ვუცხადებთ მიხა პაპას ნათესავებს, გულშემატკივრებსა და ყველას, ვისთვისაც ახლობელი იყო იგი." - ნათქვამია საპატრიარქის სამძიმროს წერილში: