დღეს სამების საკათედრო ტაძარში 67-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა 


🔸 ა.წ. 11 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 67-ე ეტაპი ჩატარდა.
🔸 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებს 1300-ზე მეტი ბავშვი შეემატა. ამჟამად მის უწმიდესობას 46000-ზე მეტი ნათლული ჰყავს. 


⛪ უწმინდესმა დალოცა ნათლულები: 
✨ "ჩვენთან არს ღმერთი.
✨ გილოცავთ ამ დიდებულ ნათლისღებას. სული წმინდა მოვიდეს თქვენ ზედა და ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ.


✨ ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთი იყოს მფარველი თქვენი და საქართველოსი.


✨ მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
✨ დალოცვილი იყავით.
✨ ჩვენთან არს ღმერთი."

პ.ს. ინფორმაციას და ფოტოებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს