2024 წლის 7 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური საქართველოში აშშ-ს საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩეველს ჩარლზ შმიტსსა და აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჯეფ გობელს შეხვნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები განიხილეს. სახალხო დამცველმა სტუმრებს არჩევნებზე ზედამხედველობის მიმართულებით აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო; ისაუბრა, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე და უფლებამოსილების შესაბამისად განხორციელებულ რეაგირებაზე.

შეხვედრაზე USAID-სა და სახალხო დამცველს შორის პარტნიორობის პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს და მისი გაგრძელების შესაძლებლობებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ INL-ის დირექტორი ჯეიმი შაფლბერგერი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი კერი მაკინტოში.