საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოციალურ ქსელით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
📣 2024 წლის 12 მაისის 22:00 საათიდან საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს მშვიდობიანი აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ.
⭕ დაახლოებით დილის 05:30 საათისთვის თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირზე განლაგდნენ ე.წ. რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები.
⭕ 05:37 საათზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დააანონსა, რომ თუ დემონსტრანტები არ გაათავისუფლებენ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებს, პოლიცია გამოიყენებს ძალას.
⭕ ამ ეტაპზე (05:48) დასტურდება, რომ პარლამენტის შესასვლელებთან არა დემონსტრანტები, არამედ პოლიცია დგას. შესაბამისად, ძალის გამოყენების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერვე დაანონსებული ფაქტობრივი საფუძველიც კი არ არსებობს.
⭕ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს უკანონოდ ძალა და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს პროტესტის გაგრძელების კონსტიტუციური უფლება. - ნათქვამია საიას მიმართვაში, რომელი "ფეისბუკზე" გამოქვეყნდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აქციის მონაწილეებს მიმართავს - არ დაუშვათ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება - თავი შეიკავეთ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისგან