სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ თბილისის 221-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

თბილისის N221 საჯარო სკოლა - „მეგა სკოლა“ 2021 წლიდან ფუნქციონირებს და დღესდღეობით 2000-ზე მეტ მოსწავლეს ემსახურება.

თანამედროვე სტანდარტების სასწავლო დაწესებულება შედგება A და B ბლოკებისაგან  – A ბლოკში განთავსებულნი არიან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, B ბლოკი კი განკუთვნილია საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის. ბლოკები ერთმანეთთან გადასასვლელი გალერეებით არის დაკავშირებული. მათი კონფიგურაცია და ურთიერთგანლაგება წარმოქმნის სამ შიდა ეზოს, სადაც სათამაშო და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი.

საჯარო სკოლისა და მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტომ სკოლასთან მისასვლელი ალტერნატიული გზის მოწყობის სამუშაოები განახორციელა.

პროექტის ფარგლებში დაიგო სკოლის ეზოსა და მისასვლელი გზის 3167 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი, მოეწყო მოსწავლეებისთვის განკუთვნილი გადახურული მოსაცდელი, 30 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, საფეხმავლო გზა, გარე განათება და  საგზაო ნიშნები. განხორციელებული სამუშაოების ღირებულება 600 000 ლარამდეა.

შედეგად „მეგა სკოლის“  მასწავლებლებს, მოსწავლეებისა

და მათ მშობლებს საშუალება აქვთ სკოლასთან შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ და ისარგებლონ კეთილმოწყობილი გარემოთი.

პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა ადგილზე მოინახულა.