თბილისში, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "აიპრესს" განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, ხიდზე ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში ცოტახნის წინ გაჩნდა, რომელიც სხვადასხვა ობიექტებზე გავრცელდა.