"შავი ზღვის მეორე მხარეს კიდევ ერთი საოცრება, ბათუმი შევქმენით",- აღნიშნულის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის გუბერნატორმა, უკრაინაში ფესტივალზე "ქართული საჩუქარი ოდესას" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ოდესას ასჯერ მეტი პოტენციალი გააჩნია და ქალაქი აყვავდება.  ამასთან, ექსპრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ ოდესა მუსიკალურ კონკურს "ევროვიზიის" მასპინძელი ქალაქი გახდეს. 

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენს წინაშეა ცნობილი მუსიკოსი დავით ევგენიძე, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი, ბუბა კიკაბიძე. რა მინდა გითხრათ, ძალიან მიყვარხართ და მიხარია, რომ ბევრმა თქვენგანმა მეც შემიყვარა. თუმცა, ასევე არიან ადამიანები, რომელსაც არ ვუყვარვარ. 

ოდესის შესახებ ბევრი ოცნება მაქვს: მინდა ოდესა აყვავდეს. ჩვენ შევქმენით ერთი სასწაული შავი ზღვის მეორე მხარეს - ქალაქი ბათუმი. მჯერა, რომ ოდესას ასჯერ მეტი პოტენციალი გააჩნია. ეს არის - ხელოვნების ქალაქი და სწორედ ის უნდა გახდეს "ევროვიზიის" მასპინძელი ქალაქი. მიმაჩნია, რომ აქ არაჩვეულებრივი ხალხია. მიმაჩნია, რომ ამ ქალაქს უდიდესი ისტორია გააჩნია“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.