"ნარჩენის ურნაში განთავსებას წამები სჭირდება, მაშინ როდესაც გარემოში სპონტანურად გადაგდებულ ნარჩენს შეიძლება საუკუნე დასჭირდეს დაშლისთვის", - USAID-ის ინფორმაცია.
ქაღალდის ხელსახოცის დაშლას 2-3 კვირა სჭირდება, ბანანის ქერქის დაშლას 3-4 კვირა, ქაღალდის პარკი - 1 თვე, გაზეთი - 1.5 თვე, სიგარეტის ნამწვი - 5-10 წელი, შალის წინდა - 1-5 წელი, ფორთოხლის ქერქი - 6 თვე, ვაშლის ნარჩენი - 2 თვე, ტყავის ფეხსაცმელი - 25-40 წელი, პლასტმასის ერთჯერადი ჭიქა - 50 წელი, რეზინის საბურავი - 50-80 წელი, პოლიეთილენის კონტეინერი 50-80 წელი, პოლიეთილენის პარკი - 200-1000 წელი, ბავშვის საფენი - 500 წელი, პლასტმასის ბოთლი - 450 წელი, ალუმინის ქილა - 200-500 წელი.