რატომ ვერ მოხვდა Quacquarelli Symonds-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში ქართული უნივერსიტეტები, ამასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებს:
"ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს, ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ რეიტინგთან ეს არის პროცესი, რომელშიც უნივერსიტეტი უნდა იყოს ჩართული. მაგალითად, როდესაც ილიას უნივერსიტეტი, რომელიც შედეგების გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე ერთვება ბაზაში, შეუძლებელია, რომ მისი შედეგებით ის მოხვდეს რეიტინგში. აქედან გამომდინარე, არსებობს ბევრი რეიტინგი, რომელშიც ჩვენი უნივერსიტეტები ფიგურირებენ.
მაგალითად, „ვებომეტრიქსი“ გვეუბნება, რომ კავკასიაში საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის არიან ქართული უნივერსიტეტები. როგორიც არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინოს ძალიან კარგი შედეგები აქვს. სხვათაშორის, ასევე რამდენიმე კერძო უნივერსიტეტსაც. აქედან გამომდინარე, გააჩნია რომელ რეიტინგში ჩავიხედებით, რამდენი ხანია იმ რეიტინგში ვმონაწილეობთ. ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია და დიდი ინფორმაციის დამუშავებას მოითხოვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის რეიტინგი, რომელშიც ჩვენ ახლა ვერთვებით და მუშავდება „ერასმუს“ პროგრამის ფარგლებში. დიდი ხანია ვემზადებით ამისთვის. როგორც უნივერსიტეტები, ასევე სამინისტროც ჩართულია. საინტერესო იქნება ასეთი ჩართულობით, კვალიფიციური მიდგომით, სრულყოფილი ინფორმაციის მიდგომით, რა შედეგებს მივიღებთ და სად აღმოვჩნდებით რეიტინგენში“. - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებს შორის ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაცია Quacquarelli Symonds-მა (QS) კვლევა ჩაატარა. სულ კვლევაში 30 ქვეყნის – მათ შორის ალბანეთის, სომხეთის აზერბაიჯანის ბელორუსიის, ბოსნიის, ხორვატიის ესტონეთის, უნგრეთის, კოსოვოს, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის რუმინეთის, თურქეთის, უკრაინისა და საქართველოს უმაღლესები მონაწილეობდნენ. კვლევის რეიტინგში ვერცერთი ქართული უმაღლესი სასწავლებლები მოხვდა.
სულ კვლევაში 30 ქვეყნის – მათ შორის ალბანეთის, სომხეთის აზერბაიჯანის ბელორუსიის, ბოსნიის, ხორვატიის ესტონეთის, უნგრეთის, კოსოვოს, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის რუმინეთის, თურქეთის, უკრაინისა და საქართველოს უმაღლესები მონაწილეობდნენ.
კვლევის თანახმად, პირველ ადგილზე მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გავიდა. მეორე ადგილზე ჩეხეთის კარლოვის სახელობის უნივერისტეტი.
ასეულში რუსეთის 26 უმაღლესი სასწავლებელი მოხვდა, 10–10 ჩეხეთისა და თურქეთის, 9 პოლონეთს, 8 ყაზახეთის, 6–6 უკრაინისა და უნგრეთის.




