ქობულეთში, სოფელ სკურაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, 20 წლამდე კაცის ცხედარი სოფლის სტადიონთან ძაღლებმა ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი სოფელ სკურაში თანმხლებ პირებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა.

მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ინფორმაცია თავდაპირველად TV25-მა გაავრცელა.