საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის და მთავრობას მიმართავს. 

"🔹100 წელი სრულდება, რაც 1923 წლის 20 მაისს ბოლშევიკურმა რეჟიმმა 15 ქართველი სამხედრო დახვრიტა, რომლებიც გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ. 
🔹საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით და მიმართავს მთავრობას, რათა მათ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოთ." - წერს სალომე ზურაბიშვილი.