გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, რომელიც ცოტა აღიზიანებს ჩვენს ოპოზიციას, თუმცა აუცილებლად განხორციელდება, ეს არის ახალი, 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი თბილისისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ თბილისში 2028 წლისთვის ვუმასპინძლოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალს. სტადიონის მშენებლობასთან ერთად შევიტანთ შესაბამის განაცხადს. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
არსებული სტადიონები, ცენტრალური, დინამოს სტადიონი ვერ უპასუხებს ფინალისთვის დაწესებულ მოთხოვნებს, ახალი სტადიონი მოგვცემს უკვე ამ ყველაფრის საშუალებას. გარდა ამისა, ახალი სტადიონი იქნება სრულად ადაპტირებული, როგორც ფეხბურთის, ასევე რაგბის საჭიროებებისთვის და საკონცერტო ინფრასტრუქტურა იქნება სათანადოდ განვითარებული, რის საშუალებასაც დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ გვაძლევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.