თბილისის გასასვლელთან, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც, ამ დროისთვის, მსვლელობა, რომელიც საავტომობილო გზის ნაწილზე მიმდინარეობდა, შეჩერებულია.
სამართალდამცველებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სცადეს ავტომაგისტრალის მთლიანად დაკავება და ავტომობილებს შეეზღუდათ გადაადგილება. პოლიცია მათ მოუწოდებთ, რომ საავტომობილო მიმოსვლა არ შეაფერხონ. ამასთან, სამართალდამცველებმა ადგილიდან რამდენიმე დემონსტრანტი ადგილიდან განარიდეს.
მანამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდა, რომ არ გადასულიყვნენ გზის იმ ნაწილზე, სადაც ავტომობილები გადაადგილდებიან.