საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ ქაშვეთის ტაძარში შეკრებილ მრევლს, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.
„უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოში. ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ“, – განაცხადა ილია მეორემ აუდიო ჩანაწერით, მიმართვაში.