პატრიარქი: კვირაცხოვლობის მადლი გეწეოდეთ თქვენ და საქართველოს

1557048695
ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში კვირაცხოვლობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!.ეს არის უდიდესი დღესასწაული თანატოლი აღდგომისა. კვირაცხოვლობის მადლი გეწეოდეთ თქვენ და საქართველოს",- ბრძანა პატრიარქმა.
ცნობისთვის, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს. ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა ანუ ახალი კვირა ანუ აღდგომის განახლება.ეს დღე განახლებაა აღდგომის დღესასწაულის. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირიაკე (კვირა დღე) აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღსდგა!“ – „ჭეშმარიტად!“