პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციაზე „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი დაშავდა.
„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, მას დაზიანება მიყენებული აქვს ფეხის არეში.
მას, შეიძლება, ნაკერის დადება დასჭირდეს, რადგან ჭრილობა ღრმაა.
„ახლა ვარ უკეთ. ვყლაპე გაზი, მანამდე კი დამიზიანდა ფეხი. არ ვიცი, ზუსტად რა იყო. უბრალოდ მომხვდა ფეხში და ჩავიკეცე. შესაძლოა, ერთი ნაკერი დამჭირდეს, ჭრილობა საკმაოდ ღრმა არის“, – განაცხადა თამთა ჩიტიშვილმა.
თამთა ჩიტიშვილი სასწრაფო სანმედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.