ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.
"ზაზა ურუშაძე მიყვებოდა, ზურას მკვლელობ--აზე გადაღებული "ცხელი ძაღლის" სეზონის ტელევიზიიდან ამოსაღებად მიშამ ზონდერები როგორ გამოაგზავნა და ამათმა კოპიო ღამით ჩუმად როგორ გამოიტანეს. ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ეგეთი ადამიანები კი დაიმკვიდრებენ ადგილს სასუფეველში❤️" - წერს ნინო ჟვანია. ცნობისთვის, 2019 წლის 7 დეკემბერს რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა შეგახსენებთ, პრემიერმინისტრი ( 2004-2005) ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში (ოფიციალური ცნობით: გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.