"კიდევ დიდხანს გეწინამძღვროთ და გეღვაწოთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ" - საქართველოს საპატრიარქო უწმინდესს და უნეტარესს, ილია მეორეს მფარველი წმინდანის - წმინდა ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს ულოცავს.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დიდი სიყვარულითა და მადლიერებით ვულოცავთ მისი მფარველი წმინდანის - წმინდა ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მთელი ჩვენი სამსახურის სახელით გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა კიდევ დიდხანს გეწინამძღვროთ და გეღვაწოთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ." - ნათქვამია მილოცვაში.