რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ის 53 წლის იყო.

რეჟისორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 1987 წელს დაამთავრა. 2013 წლის 9 მაისიდან არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე.

2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია „მანდარინები“. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე.

ასევე ნომინირებულია ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

ინფორმაცია imedinews-ს რეჟისორის ახლობლებმა დაუდასტურეს.

“აიპრესი” მომხდარის გამო რეჟისორი ზაზა ურუშაძის ოჯახის წევრებსა და ახლობელებს უსამძიმრებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად