დღეს ჩვენი ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტსა და ნორმას, როგორც საერთაშორისო ნორმის სტანდარტებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით არის დადგენილი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ხორციელდება.

„ეს ლაბორატორია ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და მაღალი სიზუსტით გვაძლევს ინფორმაციას წყლის ხარისხის შესახებ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის წყლის ხარისხი სუფთაა, აკმაყოფილებს ნორმებს, ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად დაისვენონ შავი ზღვის სანაპიროზე. ამ მხრივ დღეს ჩვენ ნერვიულობის საფუძველი არ გვაქვს. ეს რუტინული კვლევები აუცილებლად გაგრძელდება და ამ საკითხზე მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია საზოგადოება“, - განაცხადა თანდილაშვილმა.