ბრიუსელში, PLATFORMA-ს პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართა. საქართველოდან ჩასული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ თბილისის საკრებულოს წევრი ნინო რუხაძე და გურამ ოქროპირიძე, აგრეთვე ქუთაისის საკრებულოს წევრი მაგდა კოსტავა და საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით ევროპის მუნიციპალიტეტის და რეგიონთა საბჭოს , გენერალური მდივანმა ფაბრიციო როსიმ და ბრიუსელის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მდივანი ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პასკალ სმეტიმ მიმართეს.
შეხვედრაზე საქართველოს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ნინო რუხაძემ ისაუბრა ადგილობრივი და რეგიონული პერსპექტივიდან კრიზისების მართვისას არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე, ხოლო გურამ ოქროპირიძემ მონაწილეობა მიიღო პანელის მუშაობაში, რომელიც ეხებოდა ახალგაზრდების ჩართულობას ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებში.
შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს დებატებში, რომელიც PLATFORMA-ს პოლიტიკური საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს ეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს წევრებმა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების მისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სექტორის / გუნდის ხელმძღვანელთან დოქტორ მაიკლ რაპისთან შეხვედრა გამართეს.