"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არის ტყუილი - ამის შესახებ მომღერალმა ნინო ქათამაძემ განაცხადა.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არის ტყუილი.
სოციალურ ქსელში დამაბრალეს, რომ მე წარმოდგენა არ მაქვს ამ კანონზე, ამ დროს ზუსტად მე მაქვს წარმოდგენა, იმიტომ, რომ მე დავიბადე ისეთ ქვეყანაში, სადაც არჩევანი არ მქონდა.
რუსეთი იყო ის ადგილი, სადაც ერთადერთი არჩევანი დამიტოვეს, ამიტომ სადაც მე ვმოღვაწეობდი და ეს ძალიან რთული იყო და იქაც ძალიან გამბედავი ნაბიჯები მაქვს გადადგმული, ასე რომ ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს კანონი, ძალიან ბევრს ვიცნობ, რუსეთში მიღებული კანონის შედეგად არიან დაზარალებულები. ასე რომ, მე ვიცი ამ კანონის შესახებ.
ვერაფრით ვხვდები, თუ ეს კანონი იმიტომაა საჭირო, არსებული სიტუაცია გამოასწოროს, მაშინ რატომ არ იყენებს იმ უფლებას სახელმწიფო, თუ ესენი დამნაშავეები არიან, გამოავლინონ ეს დამნაშავეები.
ამ ადამიანებს თუ შემოაქვთ თანხა, რომელიც არასწორად ნაწილდება და სამშობლოს მოღალატეებისთვის არიგებს, მაშინ რატომ არ იჭერენ, რატომ არ ავლენენ ასეთ მაგალითებს?! ამას ვერ ვხვდები. რა საჭიროა ამხელა ამბავი იმისთვის, რომ.... იმისთვის არის საჭირო... უბრალოდ ეს არის მექანიზმი, იმდენად დიდი რამე შეიძლება მოჰყვეს... აი, მაგალითად, ადამიანი წავიდა ამერიკაში, დატოვა შვილები, მიატოვა ოჯახი, იცხოვრა 20 წელი და შეაგროვა თავისი შრომით თანხა. როგორც კი დაბრუნდება საქართველოში, ბუნებრივია რაც დღეს ხდება საქართველოში არა მოეწონება. და მან, თანხა რომელიც მან ანგარიშზე დადო, რომელიც საქართველოში არ უშოვია, ის თუ გამოვა მიტინგზე, ან რაღაცას იტყვის საპროტესტო სიტყვას, გამოთქვამს თავის ჯანსაღ აზრს, რაღაცა მოვლენების მიმართ, რა თქმა უნდა, ეს ის კანონია, რომელიც ამ ადამიანს ეტყვის, შენ არასწორი თანხა გაქვს....
ჩემთვის ეს არის საშუალება იმისა, რომ პირველ რიგში ჩაახშონ ხელოვნების ხმა. იმიტომ ხელოვანი არის პროფესია, სადაც ადამიანები იკრიბებიან, რომ თავისი სიტყვა თქვან, ისაუბრონ, იმღერონ, თანამოაზრეები გახდნენ, იყვნენ ბედნიერები და როდესაც შენ ბედნიერი ხარ, ყოველთვის გრძნობ რა არის არასწორი და რაში არ გინდა ცხოვრება. ამიტომ, მე ვფიქრობ და ვხედავ, რომ აღარაა საჭირო არაფრის მოწოდება. სადმე შეკრება, იმიტომ რომ ყველამ, ახალგაზრდებმა, მათმა მშობლებმა, ადამიანებმა რომლებსაც კითხვის ნიშნები ჰქონდათ ასეთი მოვლენების მიმართ, უკვე ყველას აქვს თავისი აზრი.
ერთია ამას როგორ გაიგებს ამას ჩვენი ხელისუფლება, თუმცა მას არ აქვს უფლება... ერთადერთი უფლება აქვს ხელისუფლებას, რომ ისმენდეს, თუმცა, 12 წელის არიან... მათ სიტყვას და ქმედებას ფასი არ აქვს
ყველაზე ძალიან იცით რა არ მესმის?! ვერაფრით ვხდები, ნაცები, რომ აქვთ, მე ხომ "ნაცი" ვარ თურმე, მაგრამ, მე ვიცნობ პოლიტიკოსებს, რომლებიც პირველ რიგებში იდგნენ ნაციონალების გვერდით და დღესაც. ვინ ვის უნდა იმის გვერდით დადგნენ.
მე ვერავინ ვერსად მნახავდა, იმიტომ რომ ჩემი ადგილი არ არის პოლიტიკოსების გვერდით. ჩემი სცენა სხვა სცენაა, ადამიანები გვერდით.
ვერაფრით ვერ ვხდები, თუ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველია 600 ათასი, ე.ი. რას ნიშნავს, ჩემი სახელმწიფო, ხელისუფლება 600 000 ადამიანს ეუბნება, რომ მე შენი ხელისუფლება არ ვარ?
ამდენი წელის ვცხოვრობთ ჩვენი მეგობრების დახმარებით და მხარდაჭერით.
მხოლოდ თავისუფალი არჩევანით ხდება სწორი ცხოვრების დაგეგმვა. გააზრება, წარმატების მიღწევა. ყველა მიღწეულ წარმატებას აქვს ფასი.
ჩვენ მხოლოდ ევროპული ფასეულობებით და ევროპასთან ურთიერთობით შეგვიძლია განვითარდეთ.
თქვენ ვისი ხმაც გესმით, ხელოვანის და სპორტსმენი, ისინი ევროპაში არიან, მათ არ ეძლევათ საშუალება იმოღვაწონ საკუთარ ქვეყანაში. ამიტომ არ ევროპასთან ურთიერთობა... რომ ყველაფერი ღიაა, ყველაფერი შიშველია და ამიტომ შენი ფასიც და შენს პროტესტსაც აქვს მნიშვნელობა.
ვფიქრობ, უნდა ამოიღონ ხმა და იმ ხელოვანების ხმაც უნდა ისმოდეს, ვინც გარკვეული მიზეზების გამო...
იცით რა, ძალიან ვერიდებით ყველაფერს, მაგრამ ამასობაში გავიდა ცხოვრება, ვალდებულები არიან, ერთმანეთის შვილების მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, მე არ დავაზიანებ ჩემს მეგობარს, მის ოჯახს, მაგრამ იმავეს, ვითხოვ ადამიანურად მეგობრულად, არ დააზიანოს ჩემი შვილის მომავალი. დავძლიოთ შიში, დავდგეთ ერთად" - განაცხადა ნინო ქათამაძემ "ტვპირველთან.
ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.