თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც ნიკოლოზ კახეთელიძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები არა კონკრეტული საკითხით, არამედ დესტაბილიზაციის მოხდენით არიან დაინტერესებულნი.
„გუშინდელი კომისიის სხდომაზე ყველა მოწვეულ ექსპერტს მიეცა საშუალება გამოეთქვა აზრი, ჩვენ მათ ვუსმენდით, თუმცა მას შემდეგ, რაც უშუალოდ საკითხის განხილვა დაიწყო, სხდომაზე არცერთი ექსპერტი აღარ იყო და ოპოზიციის მხოლოდ 4 დეპუტატი დარჩა. ეს არის ზუსტად იმის მაგალითი, რომ თქვენ კონკრეტული საკითხი კი არ გაინტერესებთ, არამედ გაინტერესეთ როგორმე დესტაბილიზაციის მოხდენა, რისი მცდელობა გუშინაც გქონდათ“, - განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.