საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო წევრად წარდგენილ ნანა ყეინიშვილი ბიოგრაფიაში არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმადაც იგი არის ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის ოქროს დიპლომის მქონე აკადემიკოსი, პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის წევრად ყეინიშვილის დამტკიცებისთანავე გახდა განსჯის საგანი.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფაზისის აკადემიის განცხადება, რომლის თანახმადაც აკადემია არ გასცემს ოქროს დიპლომებს და ნანა ყეინიშვილი არაა მათი წევრი.




ცოტა ხნის წინ ნანა ყეინიშვილმა თავის ფეისბუქგვერდზე მის მიერ ერთ-ერთი მედია სააგენტოსთვის გადაგზავნილი ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის მიერ გაცემული დიპლომის ფოტო ატვირთა. 

„აიპრესი" მკითხველს ხსენებული აკადემიების შესახებ მის მიერ მოძიებულ მასალებს სთავაზობს გასაცნობად.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ფაზისის აკადემია" საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრაციაში გატარდა  2019 წლის 17 ივნისს. მისი დამფუძნებლები არიან ნუგზარ ნადარაია,
დოდო ხუხია და რამაზი ქორქია. მის პრეზიდენტი იყო ნუგზარ ნადარაია (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი; საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი 1992-1995 წლებში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე 1997-2000 წლებში), ვიცე-პრეზიდენტი კი დოდო ხუხუა.

2019 წლის 15 ივნისს დამფუძნებელი აკადემიის წევრთა კრებამ დამფუძნებლებში შეიყვანა გია კვაშილავა, ელგუჯა მგელაძე და ალექსანდრე დოლბაია, სამკაციანიდან ცამეტკაციანამდე გაზრდილი გამგეობაში ირინა ასათიანი, როლანდ გვარამაძე, ბაკურ გულუა (საქართველოს კომპარტიის ფოთის ქალაქკომის მდივანი 1979-1986 წლებში; სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე  1986-1990 წლებში. უზენაესი საბჭოს წევრი 1990-1991 წლებში; საქართველოს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი 1991-1992 წლებში; თბილისის მერის I მოადგილე 1992-1993 წლებში; საქართველოს ვიცე-პრემიერი 1994-1995 წლებში;  საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი 1995 წელს; . 1995 წლის 8 დეკემბრიდან 2000 წლის 25 მაისამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი 1995-2000 წლებში), ალექსანდრე დოლბაია, სიმონ ზაქარაია, გია კვაშილავა, გვანჯი მანია, ელგუჯა მგელაძე, ოთარ ნადარაია, რამაზ ქორქია, ლიანა წურწუმია, ნოდარ ჭითანავა (საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 1975-1985 წლებში; საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი 1985-1989 წლებში; საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1989-1990 წლებში; სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მე-10 და მე-11 მოწვევის დეპუტატი; საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი 1990-1992 წლებში; საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი 1990-1991 წლებში) და დოდო ხუხია შეიყვანა.

„ფაზისის აკადემიის" დამფუძნებელ წევრთა კრებამ აკადემიის პრეზიდენტად აირჩია გია კვაშილავა, რომელიც აგრეთვე არის კოლხურ-იბერიული ეთნოკულტურის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი "აია-კოლხეთის" დამფუძნებელი და 2010-2016 წლებში იყო მისი დირექტორი.

აკადემია, რომლის აკადემიკოსი წევრი და „ოქროს დიპლომის" მფლობელიც ნანა ყეინიშვილია საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაში გაატარა 2022 წლის 20 ივლისს. 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, „საქართველო.კოლხეთი-ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემია" დამფუძნებლები არიან საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია "ქალდეას" პრეზიდენტი ვაჟა დოლბაია (ვაჟა ეგრისელი), თინათინ წერეთლის სახელობის საქართველოს სამართლის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო
აკადემიის პრეზიდენტი
აპოლონ გადელია, საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია "ქალდეას" და თინათინ წერეთლის სახელობის საქართველოს სამართლის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო
აკადემიის აკადემიკოსი
მიხეილ ანდღულაძე, საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირის და არაერთი სხვადასხვა აკადემიის აკადემიკოსი ერეკლე საღლიანი და საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია "ქალდეას" აკადემიკოსი ვახტანგ გაჩეჩილაძე. 

აკადემიის პრეზიდენტი არის ვაჟა დოლბაია (ვაჟა ეგრისელი).

ვიცე-პრეზიდენტებად არჩეული იქნენ ამავე აკადემიის აკადემიკოსები: გივი სიხარულიძე, ერეკლე საღლიანი, გელოდი ფოცხიშვილი, აპოლონ გადელია და მიხეილ ანდღულაძე.

ყრილობამ აკადემიის პრეზიდიუმის (გამგეობის) წევრად აირჩია ამავე აკადემიაში გაერთიანებული მწერლები, მეცნიერები, ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები - აკადემიკოსები: გიორგი (ოთარ) კვესიტაძე, როინ მეტრეველი, ელიზბარ ჯაველიძე, რამაზ ხუროძე, გივი აბდუშელიშვილი, რევაზ ბალანჩივაძე, პაატა ბურჭულაძე, ბადრი ქუთათელაძე, სპარტაკ ქობულია, მაყვალა გონაშვილი, ტარიელ ხარხელაური, რომან რურუა, ივანე ამირხანაშვილი, ლადო ათანელი, ეკატერინე ყიფიანი, ნინო ანდრონიკაშვილი, ვახტანგ დავითაია, ვაჟა აზარაშვილი, ვაჟა მანგოშვილი, გია ასათიანი, გიორგი ნადარეიშვილი, მამუკა არეშიძე, კახაბერ ჭიჭინაძე, ნანა ჩხიკვაძე, მარინე კოლხიდაშვილი, მაია სუხიშვილი, ზაალ ნემსაძე, ნატალია ზაქარეიშვილი, ნანა სარიშვილი, დავით გალიგაშვილი, სერგი საჯაია.

„ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიას" იუთუბზე აქვს ატვირთული თავისი აკადემიკოსების დაჯილდოების ცერემონიალი, თავის ფეისბუქგვერდზე კი გამოქვეყნებული აქვს დაჯილდოებულთა სია