ნაგავმზიდი ავტომანქანები საყოფაცხოვრებო ნარჩენებს საღამოს 10-დან დილის 6 საათამდე და დილის 10:30 -დან დღის ხუთ საათამდე პერიოდებში გაიტანენ

1628062294
დედაქალაქის მერია საპილოტე პროგრამას აგრძელებს, ამჯერად მთელი დედაქალაქის მასშტაბით, საუბარია საპილოტე პროექტზე, რომელიც ნარჩენების ღამის საათებში გატანას ითვალისწინებს. ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.
"ალბათ ახსოვს საზოგადოებას საპილოტე პროექტი, რომელიც ნარჩენების ღამის საათებში გატანას ითვალისწინებდა. პროექტი თავდაპირველად ვაკის რაიონში დაიწყო, წელს კი, პირველი აგვისტოდან ის მთელ დედაქალაქში გავრცელდა პილოტის პერიოდში მიღებული შედეგების საფუძველზე.
პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები თბილისის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ნარჩენს საღამოს ათიდან დილის 6 საათამდე და დილის თერთმეტის ნახევრიდან დღის ხუთ საათამდე პერიოდებში გაიტანენ. ეს საშუალებას იძლევა, რომ დღის განმავლობაში შეიზღუდოს დაახლოებით 100 ერთეული სპეცტექნიკის გადაადგილება იმ პერიოდში, როდესაც დედაქალაქის ქუჩები ტრანსპორტით განსაკუთრებულად დატვირთულია. ღამის რეჟიმზე გადასვლა კომპანიას საშუალებას მისცემს, გაცილებით ოპერატიულად გაიტანოს ნარჩენი და ექსპლუატაციიდან ამოიღოს გარკვეული რაოდენობის მოძველებული და ამორტიზებული ნაგავმზიდი მანქანები