“მშვიდობა ომზე მეტია” აქციის ერთ-ერთი თანაორგანიზატორის, ელენე ხეჩუაშვილის განცხადებით, რუსეთის ომის მაგალითი დეზინფორმაცია და პროპაგანდაა. ამის შესახებ მან “აიპრესთან” ისაუბრა.

“ამ აქციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა , იმიტომ, რომ რუსეთის, რბილი ფორმით, ომის ერთერთი ყველაზე ნათელი მაგალითი არის დეზინფორმაცია და პროპაგანდა. შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში ხდება ისეთი მოვლენები როგორც არჩილ ტატუნაშვილის გატაცების და მკვლელიბის ამბავი იყო ხალხს ეს ინფორმაცია სწორად არ მიეწოდება , შესაბამისად მათ რეაქციაც არ აქვთ ადეკვატური ამ ამბავზე.

ამ აქციის მთელი მნიშვნელობა არის ის, რომ მსოფლიოს ადამიანებს გარშემო დავანახოთ, რომ ჩვენ არ გვჭორდება არანაირი პოლიტიკური პარტია და არანაირი ზემდგომი ქვეყანა იმისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცის მიმართ სოლიდაროვა გამოვხატოთ და დავუდგეთ გვერდში ყველა იმ ცოცხალი ჯარისკაცს, რომელის დღეს იბრძვის . შესაბამისად, “მშვიდობა ომზე მეტია” ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მშვიდობა დღეს არის აბსოლუტურად მოჩვენებითი, ადამიანები ჯერ კიდევ იბრძვიან, ადამიანებს იტაცებენ, ადამიანებს კლავენ. ჩვენ, ხალხი უბრალოდ ვიკრიბებით და პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანს , ვინც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს”.-განაცხადა ელენე ხეჩუაშვილმა.

აქცია “მშვიდობა ომაზე მეტია” დღეს თავისუფლების მოედანზე 18:30 საათზე გაიმართება. აქცია პარალელურად ჩატარდება საქართველოს 12 ქალაქში: ხულო, ბათუმი, ოზურგეთი ,ფოთი,სენაკი, ქუთაისი,ზუგდიდი,თელავი, ახალციხე, გორი, ჭიათურა, ზესტაფონი.