„მის მკერდი 2016“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ადამაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს შიდა შესარჩევი კონკურსის ჩატარებაზე ნებართვას სთხოვს. მისი თქმით, თუ მსჯავრდებული ქალებს ბადრაგის თანხლებით შეუძლიათ სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობა, ასევ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში. როგორც ადამაშვილი „აიპრესთან“ აღნიშნავს, კონკურსი ყოველწლიური უნდა გახდეს.

„იმედი მაქვს, მომავალ წელს კონკურსანტებიც უფრო ბევრი იქნებიან და დაფინანსებაც გაიზრდება. მონაწილეები, თვითონ ნახავენ, რომ ეს კონკურსი უპრეცედენტოა. კონკურსის გასაშუქებლად, რუსული და უკრაინული არხები ჩამოვლენ. კონკურსი საერთაშორისოა და სომხეთსა და აზერბაიჯანში გოგონებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ჩამოვიდნენ მონაწილეობის მისაღებად“.

როგორც ადამაშვილი ამბობს, სასჯელაღსრულების მინისტრს მიმართავს დართონ ნება შიდაშესარჩევი ტური ქალთა კოლონიაში ჩაატაროს. „მინდა მივმართო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ბატონ კახი კახიშვილს, რომელიც პატიმრების მიმართ ლოიალურად არის განწყობილი და ვთხოვოთ, რომ საპატიმროში შიდა შესარჩევი კონკურსი ჩავატაროთ და ავარჩიოთ გოგონები, რომლებიც ბადრაგის თანხლებით მიიღებენ მონაწილეობას ჩვენ კონკურში. ეს არ ეხებათ მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს . 

თუ პატიმარი ქალი მოიგებს კონკურსს, პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ აუცილებლად მიიღებს კუთვნილ პრიზს – ბარსელონაში გამგზავრებას“, - განაცხადა ადამაშვილმა.

„მის მკერდი 2016“ ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საქართველოში კომპეტენტური მკერდის ექსპერტები არ გვყავს, თუ არ ჩავთვლით პლასტიკურ ქირურგებს. 

„ჟიურის წევრები იქნებიან მოდელი გიორგი კონცელიძე, ჟურნალისტები: გიორგი ფოფხაძე, თეა ჩეჩელაშვილი, გადაცემა „სხვა რაკუსის“ ავტორი გია ჯაჯანიძე, „X ფაქტორის” გამარჯვებული ბიჭი, პლასტიკური ქირურგი, რომელიც შეამოწმებს ქალის მკერდის ნატურალობას“. მათი თქმით, ჟიურის 12 კაციანი შემადგენლობა საბოლოოდ დაკომპექტებული არ არის. 

პირველი ადგილის გამარჯვებული ბარსელონაში გაემგზავრება. „ვიცე მის მკერდი“, კაბადოკია–სტამბულს მოინახულებს, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მონაწილეს „მის დეკოლტე 2016“–ს , სხვადასხვა პრიზები და სიურპრიზები ელოდება.“

„მის მკერდი 2016“ კონკურსის გამარჯვებულს 25 მაისს გამოავლენენ.