მიხეილ სააკაშვილის დედა ზელენსკის: ჩემს შვილს კლავენ - საჭიროა მოხერხდეს მიხეილის უკრაინაში გადაყვანის ორგანიზება (ვიდეო)

1636033707
მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ვიდეო მიმართვას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს.
გიული ალასანიას მიმართვს ადრესატი უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკია.
გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილი საქართველოში უსაფრთხოდ არ არის, ამიტომ აუცილებელია მისი უკრაინაში დაბრუნების ორგანიზება.
“მოგესალმებით, მე მიხეილ სააკაშვილის დედა ვარ. გამოუვალ სიტუაციაში ვართ. ჩემს შვილს ჩემს თვალწინ კლავენ.
მინდა მივმართო პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც აქამდე არაერთხელ დაგვეხმარა, თუმცა ახლა მისი თანადგომა და დახმარება განსაკუთრებით გვჭირდება.
საჭიროა, როგორმე მოხერხდეს მიხეილის უკრაინაში გადაყვანის ორგანიზება, რათა მან შეძლოს, მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და დაკვირვება, და როგორმე გადარჩეს. ის უკვე 35-ე დღეა შიმშილობს.
წარმოგიდგენიათ? ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს ნებისმიერ მომენტში. თუმცა ეს არავის აწუხებს. ერთადერთი, რასაც მას სთავაზობენ ციხის საავადმყოფოა, რომელსაც არ ყავს შესაბამისი სპეციალისტები. სადაც არ აქვთ მსგავსი პაციენტებისათვის სათანადო პირობები.
მე ნამდვილად თქვენი იმედი მაქვს! თქვენი, ყველასი – უკრაინელი ხალხის, დეპუტატების.
ასევე მივმართავ უკრაინის ხელისუფლებას და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პრეზიდენტ ზელინსკის,” – აცხადებს გიული ალასანია ვიდეო მიმართვაში, რომელის ადრესატი უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელესკი და უკრაინელი ხალხია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი, თბილისში 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს, ექსპრეზიდენტი 34-ე დღეა შიმშილობს