მეუფე პეტრე: მეუფე იაკობის საქციელი არის სამარცხვინო და აცდენილია ეკლესიურ აზროვნებას

1549402602
ასე შეაფასა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის გაკეთებული განცხადება.
"მე არაერთხელ მითქვამს, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის საქციელი არის სამარცხვინო და აბსოლუტურად აცდენილი ეკლესიურ აზროვნებას.
ადმიანმა რომელმაც საქმის მასალების თანახმად თურმე ორი კვირით ადრე იცოდა, რომ თურმე მღვდელი ციანიდს ეძებდა ვიღაცის მოსაწამლად და ელოდებოდა როდის დაიჭერდნენ საპატრიარქოში.
ადამიანმა რომელმაც არაერთგზის განაცხადა ეთეღსი უპასუხისმგებლოდ, თუ ხელისუფლება არ გამოიძიებს ამ საქმეს, მე გამოვიძიებ, მე მივიყვან ბოლომდეო და აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა დღემდე. არ მივცემ თავს უფლებას მის(მეუფე იაკობი) განცხადებებზე კომენტარი გავაკეთო.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ დგას წმინდა სინოდში საკითხი ასე, თუ აღიარებს დეკანოზ გიორგი მამალაძე დანაშაულს, შესაძლოა სინოდმა მიიღის გადაწყვეტილება მისი შეწყალებაზე? რაზეც მეუფე პეტრემ განაცხადა.
"რა უნდა აღიაროს? ეს ადამიანები ახმოვანებენ პროკურატურის პოზიციას.
პროკურატურა ეუბნებოდა თავიდანვე შეწყალებას, არა თუ 2 წლის შემდეგ, პირველივე დღეს ეუბნებოდა, შენ აღიარე რომ მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილის დავალებით მიდიოდი მოსაწამლადო და გაგიშვებთ ეგრევეო..." - განაცხადა მეუფე პეტრემ გადაცემა "რეაქციაში".
ცნობისთვის, მეუფე იაკობმა განაცხადა: თუ დეკანოზი გიორგი მამალაძე აღიარებს რასაც აკეთებდნენ, მის შეწყალებას მხარს დავუჭერ
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა 2018 წლის 5 სექტემბერს ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.