
ილია მეორემ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გაათავისუფლა

1572253826
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
"ა.წ 28 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსი იაკობი(იაკობაშვილი) პირადი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობიდან", - წერილს ხელს აწერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
