წმინდა სინოდმა მამალაძის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართა და პრეზიდენტმა არ შეიწყალა, ვერ ვერევით ასეთ საკითხებში - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რამდენიმე წლის წინ, პატრიარქმა შეწყალების უფლება ითხოვა საზოგადოებისგან, ითხოვა მთავრობისგან, მაშინ პირველი ვადა იყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და იგი დათანხმდა ამაზე თვითონ და ამაზე იმხელა ამბავი ატეხა საზოგადოებამ და ახლა ზუსტად ამას ითხოვთ, რომ შეწყალებაში ჩაერიოს. ჩვენ ვერ ვერევით ამ საკითხებში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ გავლენა მოვახდინოთ. ამისი პრეცედენტი გვაქვს, წმინდა სინოდმა განცხადებით მიმართა პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით და პრეზიდენტმა მამალაძე არ შეიწყალა და მეტი ჩვენ არაფერი შეგვიძლია. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც არასოდეს გაგვიკეთებია და მაინც შედეგი არ ჰქონდა. ძალიან მკაფიო აზრია, რომ სააკაშვილმა აუცილებლად უცხოეთში გაიაროს მკურნალობის კურსი, აი ეს არის ჩვენი სურვილი, ჩვენი მოთხოვნა“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.