თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაური ირაკლი ჭითანავა თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას მედიასთან გამოეხმაურა.

„მე, როგორც მეორე ქვეითის ბრიგადის მეთაური, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სრული სიცრუეა თითქოს ადგილი აქვს დაუმორჩილებლობას ან რაიმე მსგავს ქმედებას. ბრიგადა იმყოფება ჩვეულებრივ რეჟიმში მტკიცე სამხედრო დისციპლინის დაცვით. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს ჯარის და ჯარისკაცების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობისგან და პატივი სცეს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მის იმიჯს და ავტორიტეტს“, - განაცხადა ჭითანავამ.