25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.