შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თანამედროვე სტანდარტის ცეცხლმაქრი ზურგჩანთები და ყველგანმავალი კვადროციკლი გადაეცა. სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „ტყის მდგრადი და კლიმატგონივრული მართვის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა“ -  ფარგლებში განხორციელდა.

ხანძრებზე რეაგირებისა და სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული საშუალებები საგანგებო სიტუაციების მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა.

 სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - დავით სუხიშვილმა სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა ადგილზე დაათვალიერა და მათ მახასიათებლებს პირადად გაეცნო.  

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის მეხანძრე-მაშველების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა, მათთვის სპეცფორმით, ასევე ავტოტექნიკით მომარაგება პრიორიტეტია და ამ მიმართულებით პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.