მსჯავრდადებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა ციხიდან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და სოციალურ ქსელში წერს.
"ჩემო ძვირფასებო ❗❗❗
მინდა მკაფიოდ და გარკვევით განვაცხადო, ის რაც არაერთხელ მითქვამს❗❗❗
🔴 მე არასოდეს არ ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი❗❗❗
🔴 მე ვიყავი, ვარ და ვიქნები მუდამ საქართველოს ქომაგი❗❗❗
🔴 მე არ ვღებულობ მონაწილეობას ე.წ. "შიდა პარტიულ არჩევნებში" ❗❗❗
🔶️მე არასოდეს არ მქონია და არც მექნება კავშირი არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, რადგან მიმაჩნია რომ
დღეის მდგომარეობით საქართველოში არ არსებობს არცერთი დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი გაერთიანება❗❗❗
პ.ს.
🔶️"21-ე საუკუნის საქართველო" 21-საუკუნის სასულიერო და საერო საზოგადოებამ უნდა ააშენოს და არა "ნაკომუნისტარ", "ნამხედრიონელ", "ნაგვარდიელერ", "ნანაცარ", "ნაქოცარ" ნახიშტრებმა❗❗❗
პპ.ს.
" უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო"❗❗❗" - წერს მეგის ქარდავა.