მაშველმა გოდერძი გოგიშვილმა "ბათურა" რამდენიმე თვის წინ ბათუმში, ქუჩაში იპოვა. ძაღლი ახალგაცნობილ მეგობარს თავიდანვე მიეკედლა და აღარ ჩამოშორებია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაშველმა ძაღლის გაწვრთნა დაიწყო, რამდენიმე თვეში, ბათურას მაშველის ინსტიქტები გამოუმუშავდა და ახლა ის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს.
გთავაზობთ ვიდეოს, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.