ვუსამძიმრებთ ყველა ქართველს, ჩვენ აქ მოვედით, რადგან თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, პატივი მიგვეგო ილია მეორისთვის, ამის შესახებ მარნეულის მეჩეთის იმამმა, ჰაჯი ჰაჯიევმა სიონში განაცხადა.
„ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს. ისლამის მიმდევრებსა და ქრისტიანებს შორის არის კავშირები რომელიც მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაფასებთ ამ კავშირებს და იმედი გვაქვს, რომ ეს კავშირები მომავალშიც შენარჩუნდება“, – განაცხადა ჰაჯიევმა.









