ევროვიზია 2025-ზე საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში, 15  მაისს მე-10 ნომრად იმღერებს.

საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: ავსტრალია, მონტენეგრო, ირლანდია, ლატვია, სომხეთი, ავსტრია, საბერძნეთი, ლიეტუვა, მალტა, დანია, ჩეხეთი, ლუქსემბურგი, ისრაელი, სერბეთი და ფინეთი.

რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ შოუს, აქ წარდგებიან: ისლანდია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, აზერბაიჯანი, სან მარინო, ალბანეთი, ნიდერლანდები, ხორვატია და კვიპროსი.

თითოეული ნახევარფინალიდან ფინალში მხოლოდ 10-10 ქვეყანა გადადის.

პირველ ნახევარფინალში შვეიცარია,იტალია და ესპანეთი წარდგებიან, მეორე ნახევარფინალში კი – საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.

სიმღერა Freedom (თავისუფლება) ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტიუმის დიზაინზე იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიაშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს. ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 13, 15 და 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება.