ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ, კურიერთან განაცხადა.
"თქვენ ხედავთ რომ დისტანცია როგორ არის დაცული. ჩვენ აღდგომა დღესაც ვაპირებთ ამ დისტანციის დაცვას. ჩვენ პარალელურად შენობასაც ვამზადებთ, სადაც დაახლოებით შესაძლებელია 2000 ადამიანი დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, ხმის გამაძლიერებებსაც დავამონტაჟებთ."-ამბობს მამა შალვა. ამასთან, მამა შალვა კეკელიას თქმით, პირადად თხოვს ხელისუფლებას, დაგვეხმარონ აღდგომის ღამეს დისტანციის დაცვაში: "ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ ადამიანებს აქ ყოფნა. ადგილებსაც მოვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ. პირადად ვთხოვდი მთავრობის წარმომადგენლებს, რომ პირიქით, ამ ღამეს დაგვეხმარონ ამ დისტანციების დაცვაში."