მამა პეტრე კოლხი: საკუთარი თავი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც ხარ, არ უნდა გაინტერესებდეს ვინ მიგიღებს და ვინ არა
1582731832
25 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა პანელ დისკუსია თემაზე „ღმერთი და თავისუფლება“. მოწვეული სპიკერი იყო მამა პეტრე კოლხი. მან სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
"აიპრესმა" მამა პეტრე კოლხს შემდეგი კითხვით მიმართა: "ჩვენს დღევანდელობაში ძალიან იმატა მკვლელობისა და ძალადობის ფაქტებმა, თუნდაც რომ ავიღოთ შემთხვევა, როდესაც თინეიჯერმა საკუთარი ბებია და დედა სასტიკად დახოცა, რას ფიქრობთ რამ მიიყვანა ადამიანები ამ მდგომარეობამდე?" რაზეც მამა პეტრე პასუხობს:
"მე ამაზე მაქვს ჩემი პასუხი, მე ამ თემაზე წლების მანძილზე ვფიქრობდი, ამის პასუხია მიუღებლობა. საზოგადოების მიუღებლობა განსხვავებული აზრი, შეხედულებისა თუ ორიენტაციის გამო. როდის ხდება ადამიანი აგრესიული? როდესაც რაღაცას აშავებს და ეშინია ეს ვინმემ არ გაუგოს და ის ამ მოსალოდნელ წინააღმდეგობებს თავდასხმით პასუხობს. როდესაც მკვლელობების გაგების შემდგომ ჩემი დასკვნები გამოვიტანე, სამწუხაროდ არ შევცდი.
მაგალითად ერთმა სტიქაროსანმა თავი მოიკლა იმიტომ, რომ ლატენტური გეი იყო და მალავდა, ვერ გაუძლო და ბოლოს თავი მოიკლა. წარმოიდგინეთ რა ტრაგედიაა. ახლაც მგონია, რომ ყველაზე მეტად პრობლემაა შიში, რომ მე ჩემი ოჯახის წევრი ასეთს ვერ მიმიღებს. თუნდაც გავიხსენოთ გურიაში მომხდარი ფაქტი, როდესაც გოგონამ შეყვარებულს შიშველი ფოტოები გაუგზავნა და შემდეგ მან დაშანტაჟება დაუწყო და მან იფიქრა, რომ გამოსავალი თვითმკვლელობაში იყო და თავი მოიკლა. ამ დროს გამოსავალია, რომ საკუთარი თავი მიიღო ისეთი, როგორიც ხარ და საერთოდ არ გაინტერესებდეს ვინ მიგიღებს და ვინ არა.“- განაცხადა მამა პეტრე კოლხმა




