სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა ,,გაამწვანე საქართველო“-მ (აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე) გაზაფხულის დადგომასთან ერთად განაახლა ღონისძიებები.
ა.წ. 29 მარტს ფონდის ორგანიზებითა და საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის (ხელმძღვანელი იღუმენია თეკლე სიხარულიძე) შემოწირული კედრის ნერგები მახათას მთაზე დარგეს თბილისის კერძო სკოლა ,,თანამედროვე განათლების აკადემიის“ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.