მაკა ჩიჩუა: ამ ქვეყანაში ცხოვრება, უფრო და უფრო მეტად საშიში ხდება, 90-იანებში ვბრუნდებით

1627892177
ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, მიიჩნევს რომ ქვეყანა 90-იანი წლების ცხოვრებას უბრუნდება, სადაც არსებობა სახიფათო იყო.
“ამ ქვეყანაში ცხოვრება, უფრო და უფრო მეტად საშიში ხდება. მე მახსოვს 90-იანებში, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მიყვარდა ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნა, მაგრამ მახსოვს როდესაც იყვირებდნენ “დაწექით”, ვიღაცა გამოდიოდა და ჰაერში ისროდა, ან მიზანმიმართულად ისროდა. პურის რიგებში ვიდექით, იყო საშინელი შიმშილობა და თქვენ რა გგონიათ, ძალიან შორს ვართ ამ წარსულისგან? უკან, წარსულში ვბრუნდებით და რუსეთი თუ შემოიჭრა და გაბატონდა, მერე ვნახოთ რა იქნება.
ამიტომ დავფიქრდეთ კარგად, აშკარად ნაბიჯები გადადგმულია ძალიან ბნელი წარსულისკენ. ძალიან დიდი დესტრუქციული ძალა ტრიალებს საქართველოში. ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველას, კარგად დავფიქრდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ ამ რთული სიტუაციიდან”, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.