პრეპარატი მეტრონიდაზოლი, რომელსაც როდესაც ამ სახელით კითხულობს პაციენტი, იმის ნაცვლად, რომ უთხრან, რომელი დასახელებებით აქვთ და მწარმოებლების და ფასის მიხედვით არჩევანის საშუალება მისცენ, ეუბნებიან რომ დეფიციტია, ან ეუბნებიან, რომ მისი შემცვლელი აქვთ. ამას მასიური ხასიათი აქვს და მართლა წარმოუდგენლად არასწორია. - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
მინდა შევეხო აფთიაქებში არსებული უცნაურ ვითარებას მედიკამენტების სახელებთან დაკავშირებით. კერძოდ, პაციენტები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩემს მიერ დანიშნული ესა თუ ეს მედიკამენტი ვერ იშოვეს. ზოგიერთ აფთიაქში ეუბნებიან, რომ ამ წამლის დეფიციტია, ზოგან კი სთავაზობენ, რომ აქვთ რომელიღაც „შემცვლელი“. პაციენტი, რომელმაც ირბინა აფთიაქებში და ვერ იშოვა ჩემს მიერ დანიშნული წამალი, მეკითხება იყიდოს თუ არა ეს “შემცვლელი” და თან გულს აკლია, რომ მოუწევს არა მისთვის აუცილებელი წამლის, არამედ „შემცვლელის“ მიღება. ამ დროს ეს წამალი შემცვლელი კი არა, ზუსტად ის არის, რაც მე დავუნიშნე. საქმე იმაშია, რომ მე და სხვა ექიმებიც ბევრ მედიკამენტს წერს მისი ქიმიური სახელით და არა ბრენდულით. შესაბამისად, ამ მედიკამენტების უამრავი, სხვადასხვა კომპანიის წარმოებული ვერსია არსებობს სხვადასხვა სახელით, მაგრამ ყველა მათგანი სწორედ ეს პრეპარატია. ამიტომ სრული აბსურდია ადამიანს უთხრა, რომ ეს მედიკამენტი არ არის აფთიაქში და აძებნინო, როცა მისი რამდენიმე ვარიანტი შეიძლება იდოს თაროზე. ვიცი, ამ პოსტზე დამიკომენტარებენ, რომ ფარმაცევტებს არ აქვთ უფლება შეცვალონ ის წამალი, რომელიც ექიმის მიერ არის დანიშნული. თუმცა მე რაზეც ვწერ, ეს არ არის შეცვლა. მაგალითად, პრეპარატი მეტრონიდაზოლი, რომელსაც როდესაც ამ სახელით კითხულობს პაციენტი, იმის ნაცვლად, რომ უთხრან, რომელი დასახელებებით აქვთ და მწარმოებლების და ფასის მიხედვით არჩევანის საშუალება მისცენ, ეუბნებიან რომ დეფიციტია, ან ეუბნებიან, რომ მისი შემცვლელი აქვთ. ამას მასიური ხასიათი აქვს და მართლა წარმოუდგენლად არასწორია.