"მაგთიკომი" 2018 წელს მომხმარებელს გაზრდილი ტარიფებით ხვდება, ამის შესახებ "კლიენტებმა" სმს-ს გზავნილები უკვე მიიღეს. როგორც "აიპრესს" მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანიის პროექტების მენეჯერმა ბაჩო მიქელაძემ განუცხადა, ტარიფი "მარტივი 25" და ულიმიტო 60 ლარიან პაკეტი არ ძვირდება.

მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანიის ოფიციალურ გვერდზე, იმ პაკეტებზე, სადაც მომხმარებელს შეცვლილი ტარიფს სთავაზობენ ასეთი მინაწერი აქვს: "გაითვალისწინეთ, რომ 18.01.18-დან იცვლება მობილური ინტერნეტპაკეტების ტარიფები". 

"მაგთის" ინფორმაციით: 500 მბ ბილური ინტერნეტის ღირებულება  3 ლარის ნაცვლად 5 ლარი გახდება; 1 000 მბ - 5ლარის ნაცვლად  7 ლარი გახდება; 2 000 მბ -  7ლარის ნაცვლად 12 ლარი გახდება; 4 000 მბ - 10 ლარის ნაცვლად 14 ლარი გახდება; 6 000 მბ - 15 ლარის ნაცვლდ 18 ლარი გახდება; 15 000 მბ - 30 ლარის ნაცვლად  35 ლარი ჰგახდება; ულუმიტო კი  150 ლარი რჩება.

ასევე, "ზერო პლუსის" პირობებში შედის ცვლილებები და ტარიფები: 0 თეთრი მაგთიკომის ქსელში; 7 თეთრი ჯეოსელის, ბილაინის და საქართველოს ფიქსირებულ ქსელებში  2018 წლის 18 იანვრიდან გახდება: მაგთი/ბალი/ბანი - 3 თეთრი/წუთი; ჯეოსელი/ბილაინი/ფიქს. ქსელები - 10 თეთრი/წუთი, ზარის წამოწყება - 12 თეთრი.

როგორც "აიპრესს" "მაგთიკომში" განუცხადეს, ტარიფების ზრდა, მხოლოდ მობილური ინტერნეტპაკეტის მომხმარებლებს შეეხებათ. თუმცა, რა გახდა ტარიფების ზრის მიზეზი, ამაზე კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.