"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის ნიკა რურუას ძმამ (რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა), გიორგი რურუამ „მთავარი არხის“ მეწილისგან, კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი იყიდა, რაშიც, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებაშია მითითებული, 2 500 ლარი გადაიხადა.
"მადლობა Nika Gvaramia და მის გუნდს, მთავარი უფლების-სიტყვის თავისუფლების დამცველ,პატრიოტ და იდეის ხალხს" - წერს გიორგი რურუა თავის სოციალურ ქსელსი. სანაცვლოდ გიორგი რურუამ აიღო ვალდებულება, რომ წილის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში არხის საწესდებო კაპიტალში 250 000 აშშ დოლარი შეიტანოს. გიორგი რურუას გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც: პირველი ინვესტიციაც ავწიეთ: 2.5% გაიყიდა და გვყავს ახალი მინორიტარი მეწილე Giorgi Rurua. გამყიდველს არაფერი, ტელევიზიას - 250 ათასი დოლარი შენატანი კაპიტალში! რაც შეეხება თავად მთავარ არხს და მისი შექმნის ისტორიას, ოფიციალური მონაცემების მიხედვით:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ გვერდზე არსებული ჩანაწერების მიხედვით შპს "მთავარი არხი" არის ახალი სახელი შპს "კომედი არხის". შპს "კომედი არხი" ს/ნ 404574518 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციაში გატარდა 2019 წლის 1 მარტს. შპს "კომედი არხის" წესდების მუხლი 2-ის - "საზოგადოების დამფუძნებლები და საწესდებო კაპიტალი" თანახმად, შპს-ს დამფუძნებლები არიან: 1. გიორგი ჯაფარიძე - წილი 15% 2. იოსები კურდღელია - წილი 15% 3. კახაბერ ანჯაფარიძე - წილი 50% 4. შპს "კომედი +" ს/ნ 402119532 - წილი 20% დირექტორი - გიორგი ჯაფარიძე შპს "კომედი არხის" საწესებო კაპიტალი წესდებაში მითითებული არ არის. შპს "კომედი+", ერთ-ერთი დამფუძნებელი შპს "კომედი არხის", საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციაში გატარდა 2019 წლის 28 თებერვალს, შპს "კომედი არხის" რეგიტრაციაში გატარების წინა დღეს. შპს "კომედი+"-ის წესდების მუხლი 2-ის - "საზოგადოების დამფუძნებლები და საწესდებო კაპიტალი" თანახმად შპს-ს დამფუძნებლები არიან: 1. ალექსანდრე მალხაზიშვილი - 27% 2. თამარ ლეკვეიშვილი - 10% 3. ვასილ ფხაკაძე - 9% 4. ნიკოლოზ არაბიძე - 9% 5. ივანე ჯავახიშვილი - 9% 6. ირაკლი ცქიტიშვილი - 9% 7. კობა ბარათელი - 9% 8. თეიმურაზ გაფრინდაშვილი - 9% 9. ოთარ ლომთაძე - 9% დირექტორი - ალექსანდრე მალხაზიშვილი შპს "კომედი არხის" საწესებო კაპიტალი წესდებაში მითითებული არ არის. 2019 წლის 17 მაისს შპს "კომედი+"-ის 27%-იანი წილის მფლობელმა უსასყიდოდ დათმო 9% მიხეილ ანდღულაძის სასარგებლოდ. 2019 წლის 30 ივლისს შპს"კომედი არხის" თანადამფუძნებლებმა, გიორგი ჯაფარიძემ, იოსებ კურღელიამ და შპს "კომედი+"-მა (წარმომადგენელი შპს "კომედი+"-ის დირექტორი მალხაზ ალხაზიშვილი) სრულად და უსასყიდლოდ დათმეს თავიანთი კუთვნილი წილები და შპს "კომედი არხის" 100%-იანი წილის მფლობელი გახდა კახაბერ ანჯაფარიძე. შპს "კომედი არხის" დირექტორი არ შეცვლილა. 2019 წლის 15 აგვისტოს შპს "კომედის არხის" 100%-იანი წილის მფლობელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე: ა) განთავისუფლდა თანამდებობიდან შპს-ს დირექტორი გიორგი ჯაფარიძე; ბ) შეიცვალა შპს "კომედი არხის" სახელწოდება, და ეწოდა მას შპს "მთავარი არხი"; გ) დაინიშნა გენერალურ დირექტორად ნიკა გვარამია; დ) დაინიშნა ფინანსურ დირექტორად ირაკლი ნიჟარაძე; ე) დაინიშნა დირქტორად თამთა მურადაშვილი; ვ) დაინიშნა დირექტორად დიმიტრი საძაგლიშვილი. 2019 წლის 16 აგვისტოს შპს "მთავარი არხის" 100%-იანი წილის მფლობელმა უსასყიდლოდ დათმო 51% ნიკა გვარამიას სასარგებლოდ და ამ დროისთვის შპს "მთავარი არხის წილის მფლობელები არიან: 1. ნიკა გვარამია - 51% 2. კახაბერ ანჯაფარიძე - 49% კახაბერ ანჯაფარიძე არის ერთ-ერთი მეწილე იმ სარეკლამო კომპანიის („ინტერ მედია პლიუსი"), რომელთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო პროკურატურამ “რუსთავი 2-ის” ყოფილ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა.