დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში ქართველი ემიგრანტი, ბესო ზედგენიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ლონდონის საკათედრო ტაძარი" ავრცელებს.
"მწუხარებით ვიუწყებით, რომ გუშინწინ გარდაიცვალა ლონდონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ბ-ნი ბესო ზედგენიძე.
უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა თანა! ოჯახის წევრებს და მეგობრებს ვუსამძიმრებთ და ვუსურვებთ ღვთისგან შემწეობას ამ დიდ განსაცდელში!“ - ნათქვამია განცხადებაში.