ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალში, "ბონდის მღვიმეში"დაახლოებით  10 000 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2"- ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტი თომა ჩაგელიშვილი აცხადებს, ასეთი აღმოჩენა იყო საქართველოში, ისიც "კოტიას" მღვიმეში. ეს არის "კოტიას" ახლოს კლდეში აღმოჩენილი და მიცვალებულის ჩონჩხს დაარქვეს "კოტე". 

როდესაც "კოტეს" ჩონჩხს ჩაუტარდა შვეიცარიაში მთავარი გენეტიკური ანალიზი, აღმოჩნდა რომ დასავლეთ ევროპული გენომის ერთ-ერთი შტო არის აქედან წასული ადამიანი. 

"კოტეს", რომელიც არის 9700 წლის და დასავლეთ ევროპელის გენომი, რომელიც 4 გენეტიკური ხაზია , ოთხიდან ერთ-ერთი არის სამხრეთ კავკასიიდან წასული. ანუ "კოტესი". ახლანდელი  აღმოჩენა, სავარაუდოდ არის იგივე ეპოქის,  "კოტეს" ბიძაშვილი ან მამიდაშვილი. მისი შესწავლა მოგვცემს მეტს ინფორმაციას.

ექსპედიციის ხელმძღვანელმა, არქეოლოგმა ნიკა თუშაბრამიშვილმა გადაცემაში "შუადღე" განაცხადა: "დღეს ჩვენს ექსპედიციას შემოუერთდა პალეონტროპოლოგი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს არამარტო საქართველოს, არამედ გერმანიაში მუშაობის, გენეტიკაზე. 

ვნახათ რა მდგომარეობაში, განისაზღვრება ასაკი და სქესი. რის შემდეგ შესაძლებელი ამოვიღოთ დღეს ან ხვალ. რადგან აუცილებელი ამ მასალის გადატანა კონკრეტულ ადგილას - მუზეუმში. რის შემდეგ მოხდენა შესწავლა და გაგრძელდება კვლევები. არა მარტო აქ, არამედ უცხოეთში. 

ამავე მღვიმეში არის ნაპოვნი 2 იზოლირებული კბილი, ეს არის კოტიას კლდე, გაკეთებულია სამარხია და ქვებია შემოწყობილი. თვითონ დაკრძალვის წესით ძალიან ჰგავს "კოტიას" კლდეს. ზუსტად რა ასაკისაა ძალიან ძნელია მის თქმა.  თავისთავად ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მასთან ერთად აღმოჩნდა ცული, რომელიც ტიპოლოგიურად გვიან ენეოლითურ პეროიდს მიეკუთვნება. - განაცხადა