„ეს არის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხი. მოგეხსენებათ, ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, რაიმე სახის განცხადება გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით" - . ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული საკითხი. ვიცით, რომ სადემარკაციო კომისიის მუშაობა მიმდინარეობდა წლების განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი. ვფიქრობთ, ასეც იქნება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.